Перейти к основному содержимому

SMART სიახლეები

SMART სიახლეების გვერდზე ნაჩვენებია განახლებული ინფორმაცია Business Central-ის უახლესი გამოშვებების, ჰოტფიქსებისა და ახალი ფუნქციების შესახებ.

სიახლეების ჩამოტვირთვის პარამეტრები

TSMART სიახლეების ავტომატურად ჩამოსატვირთად საჭიროა დავალების თანმიმდევრობის ოპერაციების კონფიგურაცია:

  1. აირჩიეთ Search, შეიყვანეთ SMART სიახლეების კონფიგურაცია, და შემდეგ აირჩიეთ შესაბამისი ბმული.

  2. გვერდზე ჩართეთ პარამეტრი სიახლეების მირება SMART-გან. მისი ჩართვის შემდეგ გაიხსნება დავალების თანმიმდევრობის ოპერაციების ბარათი , სადაც უნდა დააკონფიგურიროთ სიახლეების ჩამოტვირთვის განრიგი. ამისათვის შეავსეთ შემდეგი ველები:

    დავალების შესრულების დრო - განსაზღვრავს მაქსიმალურ დროს, რომლის განმავლობაშიც დავალების თანმიმდევრობის ოპერაციების მუშაობა ნებადართულია. დაწყების დრო - განსაზღვრავს დღის ყველაზე ადრეულ დროს, როდესაც განმეორებადი დავალების თანმიმდევრობის ოპერაციები უნდა გაეშვას. სექციაში განმეორების ინტერვალი განსაზღვრეთ კვირის დღეები, რომლებშიც დავალების თანმიმდევრობის ოპერაციები გაეშვება. დააყენეთ სტატუსი მზადაა დასაწყებად.

  3. SMART სიახლეების ავტომატური ჩამოტვირთვის შესაჩერებლად ჩართეთ პარამეტრი SMART სიახლეების გამოწერის გაუქმება . ამის შემდეგ შესაბამისი დავალების თანმიმდევრობის ოპერაციები გადავა სტატუსში შეჩერებული და სიახლეების მიღება აღარ განხორციელდება.

სიახლეების ნახვა

სიახლეების სანახავად:

  1. აირჩიეთ Search შეიყვანეთ SMART სიახლეები, და შემდეგ აირჩიეთ შესაბამისი ბმული.
  2. სიახლეების სიის გვერდზე დააწკაპუნეთ სასურველ ჩანაწერზე მის სანახავად.

შენიშვნა SMART სიახლეების გვერდი ასევე ხელმისაწვდომია SMART Chief Accountant და SMART Accountant -ებში.

© 2008 - 2026 SMART business